დამღალა შენმა ლოდინმა, ქარაფთა ქართა სმენამა, როცა ძალიან მწყუროდი მაშინ არ გამოჩენამა. მეტ - ნაკლებობით ტკენამა, რაც რომ საწუთრომ დამაკლო, ის დამიმატა ზენამა. ხშირ - ხშირად ჩამოფენამა, დილით ხარივით ბუბუნმა ღამით ცრემლების დენამა, სულ აქეთ - იქით ფრენამა. ჩაჰლია გულის კედლები ჩაგუბებულმა წყენამა, ფრთები დაჰკეცა ძერამა, მე თავად გარდავიცვლები, რომც არ იჩქაროს წერამა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტარიელ ხარხელაურის პოეზია |