კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 15:50

 

 

 

შენ რომ ჩემთან არ იყო,

რა ვიღონო უშენოდ,

ძეგლი ვისღა ავუგო,

ტაძარი ვის ვუშენო?


დაგვფრენია ბარტყები,

დავრჩენილვართ ორნიღა,

მარტოდ მარტო, ნაპირზე

თითქო ზღვამ გამოგვრიყა.


მაინც მათი დარდით და 

სიხარულით ვსულდგმულობთ,

ჩემო ნავმისადგომო,

ერთადერთო კუნძულო.


ჩემო ოქროს გვირგვინო,

ჩემი სულის ნათებავ,

მე შენი ხმა საფლავშიც,

მკვდარსაც მომენატრება.


იქაც წინ წავიმძღვარებ

შენს შუქსა და მშვენებას...

მაგრამ რა ვქნა უშენოდ,

მე იქ რა მეშველება!

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - გრიგოლ აბაშიძე  • • •   გრიგოლ აბაშიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ