რისთვის მიყვარხარ? მისთვის, რომ ცრემლსა ჰბადავს ჩემს თვალში ეს სიყვარული; მისთვის, რომ მტანჯველს ჩემს ავსა ბედსა უფრო სასტიკად ებრძვის ეს გული.
ჩემ გულის ალი არ უდნობს ცრემლსა, მისთვის მიყვარხარ, რომ მაძლევ ტანჯვას და იმ ტანჯვაში სრულ სიცოცხლესა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ილია ჭავჭავაძის პოეზია/პროზა |