გახსოვს, ტურფავ, ჩვენს დიდ ბაღში მე და შენ რომ ერთად ვრბოდით? ნეტა იმ დროს!... სიყვარულის მეტს არაფერს ჩვენ არ ვგრძნობდით!
გადმომიგდე საყვარელსა და მითხარი: ,,ჩემო გიჟო! ჩემ სახსოვრად გქონდეს ესა!
ან შენ გიჟმა რა იცოდა, რომ იმ ვარდზე ადრე შენი სიყვარული დასჭკნებოდა!...
აყრდნობდი ჩემს მხარზე თავსა, შენ ჩემს სუნთქვას ჰგუშაგობდი და მე შენსა წრფელ სუნთქვასა.
ლოყით კოცნა მე მოგპარე; შენ შეჰკრთი და ლამაზ თითით ღიმილით დამემუქარე.
ან შენ გიჟმა რა იცოდა, რომ კოცნა ბოლოს გესლად შენის გმობით შემეცვლოდა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ილია ჭავჭავაძის პოეზია/პროზა |