კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 23 ნოემბერი 2024 00:06

 

 

 

ჩემს მიწურ ქოხში შემოდის სხივი

და კუთხეებში აყენებს ჩრდილებს

და ჩემი გულის განწირულ ყივილს

თავისებურად ხმას აუჩვილებს.


ო, რა თქმა უნდა, შენმა ოცნებამ 

არ შეუძლია წარმოიდგინოს, -

მაქვს მინდიასებრ ბრძენის მოთმენა,

სისხლის ღამე და სისხლის ლოგინი.


მაქვს სიყვარული - იების სუნთქვა,

სხვას კი, ძვირფასო, არც ვინატრებდი,

ვარ ერთი ვინმე, ცასავით სუფთა

და ცაზე ვრცელი გულის პატრონი.


ვარ გათენება მთაზე ასული, 

მზე - დაფენილი ყვითელ ახოებს,

როგორც ოცნება, როგორც წარსული,

ბედი გვაშორებს და გვაახლოებს.


და შენზე ფიქრი მინათებს სისხლში

უჩინარ ბილიკს და ნაბიჯს გვიანს,

ხსნა თუა სადმე, შენ ერთი იხსნი,

რასაც გული და ბავშვობა ჰქვია.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მირზა გელოვანი  • • •   მირზა გელოვანის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ