აღარ მწერ წერილს, განშორების იდუმალ ხმაზე, აორთქლდი, როგორც მზემოხვედრილ ფოთლიდან ნამი. დავდივარ, ვწუხვარ... და დღეები მიდიან ასე, ჩემი წუხილიც, სიხარულიც, შეგარგოს, ამინ!
სადღაც მთა-გორებს მიეფარე საღამოს მზისებრ, აღარ მწერ წერილს, გამიქარწყლე ყველა გუმანი, მაგრამ მე მაინც დაგეძებ და მიყვარხარ ისევ!
აორთქლდი, როგორც მზემოხვედრილ ფოთლიდან ნამი. დავდივარ, ვწუხვარ... და დღეები მიდიან ასე, ვარ მოწამლული სიყვარულის საოცარ შხამით.
და გული რაღაც უჩვეულო სენად იწურვის, დრო საბოლოო განშორების დადგება მალე... მე არ გაყვედრი არც სიყვარულს და არც სიძულვილს.
სადღაც მთა-გორებს მიეფარე საღამოს მზისებრ, დღეს ჩვენი გზების მოსაწყენი დასასრულია, მაგრამ მე მაინც დაგეძებ და მიყვარხარ ისევ! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მინდია არაბულის პოეზია |