მთარგმნელი: გრიგოლ აბაშიძე
მთის მდინარედ გადვიქცევი, ვერ შემზღუდავს მთა-გორები, სალ კლდეებზე გადავივლი მღვრიე ტალღის აგორებით.
თევზად იქცეს პაწაწინად, ჩემს ზვირთებში აქანავა, ჩემს მორევში ჩააწვინა.
სადაც მოჩანს ნარიყალი, დაბურულ ტყედ გადვიქცევი, ვერ შემარხევს ქარიშხალი.
ჩიტად იქცეს პაწაწინად, ჩემს ხის ტოტზე ბუდე ჰქონდეს, ჩემს ხის ტოტზე დააძინა.
მთის წვერზე ხომ ხედავს ყველა, დავინგრევი, დავიშლები, უნაღვლელად, ნელა-ნელა.
გადაიქცეს მწვანე სუროდ, ოღონდ შუბლი - ციხის ლოდი სუროს ხელით დამებუროს.
გარს მეხვიოს მთების ნისლი, კარი მქონდეს ფარღალალა, ვერ იჭერდეს წვიმას ისლი.
გაანათოს ჩემი კერა, ღუღუნებდეს, გუზგუზებდეს ჩემს ბუხარში ბედნიერად.
შეჩერებულ დაღლილ ღრუბლად, დაფლეთილად, დაფანტულად, გაბნეულად, თავისუფლად.
ვიგრძნო მისი ნაზი მზერა და დაისი მომეხვიოს გაფითრებულს ალისფერად. |
პოეზიის გვერდი • • • • • • შანდორ პეტეფის პოეზია |