კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 02:52

 

 

 

თუ მამკლავ, ისევ შენ მამკლავ

ქალავ თავდახრით მცინარო,

დღეს ჩემის პირის მკოცნელო

ხვალ სხვისთვის ძუძუს მჩინარო.

წყეული იყოს ღვთისაგან

ის დღე როდესაც ვნახეო,

შენი ფოფინა თვალები

და მოელვარე სახეო!..

შენშია ვნახე ქვეყნისა

სიკეთე რაც კი არია;

შემოგნატრიდნენ ზეცანი

და თავს გიკრავდა ბარია,

რად გინდა ეშმაკის კერძო

მასვა სასმელი მწარია,

არ დაინდობა დიაცი

მიწყივ ორპირი ფლიდია,

როგორც სავალად ბეწვისა

ზღვას გადებული ხიდია.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ვაჟა- ფაველა  • • •   ვაჟა-ფშაველას პოეზია/პროზა

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ