კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2025 03:12

 

 

 

შეშლილი ქარი კვლავ მედავება

აფრიალებას შენი კაბისას...

ნუთუ არსებობს რომ მე დავება 

ნუთუ გაიტანს ქარი თავისას?..


სულელი სეტყვა ყრის მარგალიტებს,

რომ დაგამშვენოს ცივი მძივებით

შემთვრალი მთვარე თვალს არ გარიდებს,

გადარეულა შენი წვივებით...


წვიმა თავნება პირსახეს დაგბანს,

მოგიალერსებს სველი ხელებით

და შეეცდება ზეცა შენს დაბმას,

ოცნების მსგავსი ცისარტყელებით.


მაგრამ უქმეა მათი ხარჯები,

ვიცი,რომ მაინც ჩემთან დარჩები!..

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნიკო გომელაური  • • •   ნიკო გომელაურის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ