კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 02:38

 

 

 

სონეტით მინდა ჩემი გრძნობა შენდამი, ელლი

შენს სულს გადავცე... მაგონდება სოფელი შორი;

ერთმანეთს შევხვდით; ყვავილებით ხარობდა ველი.

იყავი ნაზი, ისე როგორც ტყის ნიამორი.


მე შემიყვარდი... და მიყვარხარ... და მარად გელი.

მე მინდა შენი სიახლოვე, შენი ამბორი,

შენთვის ვოცნებობ მე სონეტით მადიდებელი,

და შენით, ელლი, ანთებული მზის თანასწორი.


ყვავილებია ჩემს გარშემო!.. მაისი მინდა...

ჩემო ბაღებო, აყვავილდით, იმხიარულეთ!

გაზაფხულის დღე, შემხვედრის დღე ხომ დაგვიბრუნდა?..


იცხოვრეთ ყველამ სიხალისით და სიყვარულით,

და ამ ბუნების მე მანამდე ვარ გადამკიდე,

სანამ იმედი დამპირდება, რომ გნახავ კიდევ!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - პაოლო იაშვილი  • • •   პაოლო იაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ