დილის ბინდში ვერის ხიდზე მოვხვდით... თოვდა, თოვდა... რა კარგია თოვა... გადამიდგა და ბოდიშის მოხდით, გამაჩერა სიგარეტი მთხოვა...
მოვუკიდეთ, - მთვრალი ვარო, მითხრა, გავაბოლეთ, - გულის ფსკერზე დათბა, სთქვა მადლობა, რა დროაო, მკითხა...
ხიდზე დავრჩი, ის გავიდა გაღმა, ეჰეჰეი! შეუძახა თბილისს და ღიღინით ვერის აღმართს აჰყვა...
თოვდა, თოვდა… რა კარგია თოვა... რა კარგია - რა ბევრი და ცოტა... თოვლში კაცმა სიგარეტი მთხოვა! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მურმან ლებანიძის პოეზია |