ჩემი აივნის წინ - თეთრი აკაცია, ფოთლები ფერმკრთალი, ჯერ დაუცვენელი. ეს ხე დატოტვილი ჩემი ძმაკაცია და ჩემი ლექსების პირველი მსმენელი.
ლექსს დავწერ პატარას და თითქმის უხილავს. მე სულაც არ ვფიქრობ მის ხალხში გატანას, ეს აკაცია კი სულყველას უკითხავს.
ჩემს ლექსებს, გულისთქმას და ფიქრებს მთვარეულს, თავისი ნაზი ხმით ის თითქოს ანელებს ცეცხლიან ქარიშხალს, ჩემს გულში არეულს.
ტოტს უქნევს ჩემს ფიქრებს მთვარისკენ გაფრენილს, სარკმლიდან შრიალით კითხულობს ნედლ რითმებს, გასამზეურებლად სტრიქონზე გაფენილს.
მკარნახობს სტრიქონებს, მაშ რის ძმაკაცია?! და მე აღარ ვიცი, ვინ არის მელექსე - მე თუ აკაცია?.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვახუშტი კოტეტიშვილის პოეზია |