ასეთ განთიადს წარმოიდგენს ფიქრის სიმარდე; დილა ქვიშაზე გაიშალა გამთბარ წუთებად; ხელის გულიდან სიო ძირს რომ გადმომივარდეს დანესტილ მოლზე ხმაურივით დაფაცურდება!
ხის წვრილი წვერო დაემსგავსა ანთებულ ასანთს, სიგრილე ტყეში ბუდობს, იგი არ გამომთბარა და ფრინველების ჟრიამულიც არ ისმის არსად.
ტყეში, ბალახში, ეს ხმაური სიომ დაბადა, იგი მდინარის სარკეზეა გადაღვარული და მცურავ იხვებს უშხაპუნებს ხმები საფანტად.
მყვინთავებივით ფერდობებზე მუხები ჩანან - რადგან ჰაერის ელვარება ისე სქელია რომ დიდ მდინარეს ემატება ზეციურ ფშანად.
სხვა სიხარულმა დაკვირვება აღარ მადროვა: როცა ყანაში მთესავების ნადური ჩადგა და გადმოგორდა ნესტიანი ბელტების გროვა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • პაოლო იაშვილის პოეზია |