მომდურავ თავადს მე ვიგონებ ნაზი ზმანებით. წაიღო კოცნა და ნაწილი ჩემი პერანგის; ყველას გიყვარდათ, - სიყვარული მეც დამანებეთ - მე მოვიტანე ელვარება ფერადი ჰანგის.
არავის კოცნას არ ვიგონებ მე დანანებით; მე გამეხარდა გაღიმება ბავშვური ზანგის, ნილოსის პირად რომ ვაჭრობდა მკრთალ ბანანებით.
და მომეწონა რომ მფარავდა მე ოქროს ბადე... მე მიხარია ბნელ თვალებით რომ დავიბადე,
თეთრი თავადის დაბრუნება მე თრთოლვით ვცადე, ავტირდი ჩუმად, როცა რაში ტყეს მოეფარა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • პაოლო იაშვილის პოეზია |