დაცვივდნენ ფოთლები ვერსალის ბაღებში, მოწყენილ დედოფალს აშინებს წვიმა. საღამოს ლანდები კრთიან ოთახებში, დაცვივდნენ ფოთლები ვერსალის ბაღებში.
ვინ იცის, დედოფალს რად გაეღიმა! დაცვივდნენ ფოთლები ვერსალის ბაღებში, მოწყენილ დედოფალს აშინებს წვიმა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • კოლაუ ნადირაძის პოეზია |