და... როდესაც მზეს შევხედე გვირგვინოსანს, ჩემო კარგო, ქვეყანაზე გავჩნდი ოდეს, - ბედი ჰქონდეს! - თქვა შავთვალა ანგელოსმა, - ბედი ჰქონდეს? ხა, ხა, ხა, ხა... არასოდეს! - თქვა სატანამ, ზღვას ფოლადის ხმალი დაჰკრა, ზღვამ წამიღო, უდაბნოში გამომრიყა... სულში, გულში გრძნობა გაქრა, გრძნობა გაქრა, ქვეყანაზე აღარავინ აღარ მიყვარს... ჰო, როდესაც მზეს შევხედე გვირგვინოსანს, იცი, თურმე ქვეყანაზე გავჩნდი ოდეს, - ბედნიერი იყოს, - უთქვამს ანგელოსსა, სატანამ თქვა: - ხა, ხა, ხა, ხა... არასოდეს! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ანა კალანდაძის პოეზია |