როგორც ყოველთვის არც ამ წერილს გამოგიგზავნი. არც ერთი ლოცვა ცამდის არ ადის. ახლა მგზავრი ვარ და დუმილში ვჩურჩულებ მგზავრი: - მშვიდობით იყავ, აწ და მარადის. ამ განშორებამ არ გაფინა ფერები ფითრის არც დავიწყებად, არც უკვდავებად, შენ ოცი წელი გებევრება, მე ასებს ვითვლი და ათასებიც მეცოტავება. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მირზა გელოვანის პოეზია |