გულო, ოცნებას მალავ! ცაო, ლურჯდება ზოლი! ვაჟი: - დაიცა, ქალავ! ქალი: - დაგიბრმა თოლი! შორით ბრუნდება წყალი, ნისლი იცრება მთაში. - არა! - ჩურჩულებს ქალი. - კარგი! - ამშვიდებს ვაჟი. - თუნდა წაიყვა ჯოგი, კიდენ დამრჩება მრავალ. ბროლ-ღიკილასაც მოგი, როცა ქალაქში ჩავალ. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |