კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 02:06

 

 

 

გამომიქროლე, როგორც ალალი 

და გადამაგდე მართალი გზიდან, 

ქალო, ქალი ხარ თუ ქარიშხალი, 

გულმა აქამდე ან როგორ გზიდა.


დატოვე, გულში შენი ხანჯალი, 

რომ დავიცალო მე ამ ბრაზიდან. 

ხარ ანგელოსი, მოსული ციდან 

ზეცას გაგატან სულს, კარმენსიტა.


დღე ცისმარადი, ყოველი ღამე 

მე შენი ტანის ცეცხლის ალი მწვავს, 

რისთვის მიზოგავ, მომკალ ბარემღა, 

დასწვი, რაც დაგრჩა და არ დაგიწვავს.


არ დაბრუნდება ხომ აწი წაღმა 

ბედი, რაც უნდა ბევრი ვიწვალო. 

მე ხომ უშენოდ თავს არ ვიცოცხლებ, 

შენ სიყვარულით მკვდარი ვარ, ქალო.


სტირიან სულში ათასი ხმებით 

გადამტვრეული სალამურები, 

სულში ვაშლის ხე ვიღაცამ დარგო, 

სიყვარულისთვის ნუ მემდურები!...


ვერ დავემალე მე შენ სიყვარულს 

ვერა საშველით, ვერაფერ გზითა, 

შენი ხანჯალით გავიფატრავ გულს, 

ზეცას გაგატან სულს, კარმენსიტა.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ტიციან ტაბიძე  • • •   ტიციან ტაბიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ