სინამდვილე მივატოვე და ოცნება ვინამდვილე, წლებს თმა-წვერი მივათოვე, წლითიწლობით ვიმარტვილე, წილად მერგო სიმარტოვე და ცხოვრების სიმარტივე.
ყველაფერი სულერთია. სულო ჩემო, ცოტა კიდევ - იქით უკვე სულეთია. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვახუშტი კოტეტიშვილის პოეზია |