კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 15:10

 

 

 

ჩემი სიყვარული მდინარე არ არის,

რომ გადაცურო და გახვიდე გაღმა,

ჩემი სიყვარული ზღაპარი არ არის, 

შენ რომ დაასრულო ლამაზად ახლა.


ჩემი სიყვარული ჭრილობა არ არის,

ნემსით და ძაფით არ გაიკერება,

ჩემი სიყვარული კანონი არ არის,

ბრძანებით არ დაიწერება.


ქრება და ინთება, ვით სიყრმის ღადარი,

ბჟუტავს და იბრწყინებს უდავოდ,

არც ვერცხლის მონეტა არ არის,

გროშებად რომ დაახურდაო.


არც საიდუმლოა, არც დანაშაული,

არც მიმქრალ ვნებათა მხილება,

ორკესტრი არ არის

ჩემი სიყვარული,

დირიჟორს არ ემორჩილება.


არაფერს ეკრძალება, არც არავინ ზღუდავს,

მარტო ყოფილა და 

შენსკენ უვლია...

ჩემი სიყვარული არავის უნდა,

რადგან ის შენი სიყვარულია!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ