როგორც წყნარი ღიმილი ნათელ-კაეშნიანი, ღამე დაუვიწყარი, ღამე მსუბუქ-ფრთიანი.
ეფინება ველს მწვანეს, და ვერცხლისფრად ანათებს მკვდართა სამყოფ სავანეს.
ლანდი ღონე-მიხდილი დასწოლია აჩრდილად შავი, როგორც სიკვდილი.
ბალახს ედუდუნება... და მთლად გარინდებული მას ყურს უგდებს ბუნება.
გულით ამონახეთქი, ოჰ, არ გესმის ეს ოხვრა? სიოვ, დაჩუმდი-მეთქი!
რამდენი მწუხარება და რამდენი ვაება ამ ხმებში იფარება.
და მთებს კი ღამის ჩრდილი დასწოლია ლანდებად შავი, როგორც სიკვდილი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |