რამდენი რამ დაწერილა წვიმაზე, მე ახალი რაღა უნდა დავწერო? მაგრამ მაინც გადავდივარ ყირაზე, რომ რითმაში წვიმის წვეთი გავწელო.
ფიქრი უნდა ფურცლებზე დავაქციო. სულ ახალი ლექსით უნდა დავბრუნდე, გუბეებში წრეებად რომ ვაქციო.
ნამეტანსაც ნურავინ დაიბრალებს. მე ის მიყვარს, ხულიგნურად როცა წვიმს, ქალს რომ ჩითის კაბას გაუმჭვირვალებს.
იქ ხომ წვეთი ოქროს ზოდის ფასია. ოქროსთვის კი - ვიცი ძმა ძმას დაახრჩობს ადამის შვილს არ აქვს სხვა ფანტაზია.
ფლიდი ტყლაპო ფეხს უსველებს ჯინაზე. მეც ახალი რაღა უნდა დავწერო, იმდენი რამ დაწერილა წვიმაზე. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნიკო გომელაურის პოეზია |