კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 22 ოქტომბერი 2024 23:22

 

 

 

მე ისე მოგენდე,

როგორც ქარს ფოთოლი,

როგორც ზღვას - პატარა ხომალდი.

როცა შორს რჩებოდი,

ვიყავი ობოლი,

ჩამქრალი პატრუქივით ვბოლავდი.


რა მოწყენილია

ეს ქვიშის ხალიჩა,

ჭრიჭინას სიმღერა უნიჭო,

არ გინდა -

სიყვარულში თავები დავიხრჩოთ?

ან, ლურჯ ზღვას მივენდოთ უნიჩბოდ?


შენი სიყვარული

წააგავს ამ ტალღას,

მოდის და კვალს არ ტოვებს ნაპირზე,

მე მინდა

მარტო დავრჩე ამაღამ,

დავჯდე და ღრუბელივით ავტირდე.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მედეა კახიძე  • • •   მედეა კახიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ