კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 13:57

 

მთარგმნელი: გრიგოლ აბაშიძე

 

საამო ღამე! ბაღის სურნელი

გვხიბლავს ძვირფასო, ტკბილსასურველი.

სიჩუმე. სადღაც ძაღლი წკავწკავებს. 

ცა ჰყვავის მშვიდი, 

თეთრდება ბინდი,

კაშკაში გააქვთ ცაზე ვარსკვლავებს.

 

მე ვიქნებოდი ვარსკვლავი ცუდი,

ვერ დავდგებოდი უშენოდ წუთით

ცაზე, თუნდ იყოს კალმით ნახატიც!

განმარტოებით

ცას დავტოვებდი

და ყოველ ღამე შენ მოგნახავდი.

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   შანდორ პეტეფის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ