შენ რომ ქუჩაში ვაჟი გხვდება - ყოველდღე თითქმის; ხან მოწყენილი, ხან მხიარული... ვაჟი - სიმაღლით შენზე ერთი მტკაველით დიდი, - მძიმე ნაბიჯით მოსიარულე, - ის როცა ფიქრობს, - შენ ხარ ხოლმე იმისი ფიქრი.
არ გეგონოს შენ მარტო შენი. ცრემლსაც ნუ ჩასთვლი ნურასოდეს შენ მარტო შენად. ღმერთმა ნუ ჰქნას და... შენ რომ იყო გადასარჩენი, - თავს არ დაზოგავს ის ვაჟი შენს გადასარჩენად.
ყოველდღე თითქმის; ხან მოწყენილი, ხან მხიარული... ვაჟი - სიმაღლით შენზე ერთი მტკაველით დიდი, - მძიმე ნაბიჯით მოსიარულე, - შენი ერთგული კაცია იგი! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მუხრან მაჭავარიანის პოეზია |