კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 13:41

 

 

 

 დადგება მხრებთან თეთრი საღამო

 და, როგორც თრთოლვა, წუთით გრძელდება

 მაღალ ფიქრებთან ვდგევარ მაღალი

 და სიმაღლეში გამითენდება.

 და ერთადერთი ჩრდილი აწვალებს

 უჩინმაჩინის უსახო სხეულს,

 ასე აწვალებს ჯამბაზს ბაწარი,

 ასე აწვალებს ნიავებს რხევა,

 ასე აწუხებს ცას გათენება

 და უნებური შიში მკვლელობის.

 ასე ჭრილობით გამომრთელებას

 მოაქვს ტკივილი გაურკვევლობის.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მირზა გელოვანი  • • •   მირზა გელოვანის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ