კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 17:45

 

 

 

შენ გუგულიანი საათი გიყიდია,

ჩემო ფიქრიავ, და კედელზე გიკიდია.


საათი გამოხდება, გუგული გამოხტება,

”გუგუს” შესძახებს და ჩემი დღე დამოკლდება.


შენ რა, სიცოცხლეო? შენთვის - არაფერი!

შენი გზა ჭრელია, გრძელია საფრენი!


ღამეა, დედამიწა, წყვდიადში ჩაძირული,

მიფრინავს, სამუდამო ფრენისთვის განწირული.


მე ვგრძნობ ამ გასროლილ პლანეტათ მძვინვარებას,

მე ვგრძნობ სივრცისა და დროის მდინარებას.


შენ გუგულიანი საათი გიყიდია,

ჩემო ფიქრიავ, და კედელზე გიკიდია.


მე ყრუდ მოწიკწიკე საათს ვამჯობინებ -

დროის მდინარებას ნაკლებად მაგრძნობინებს.


თენდება. შენ გძინავს. ქვეყანა იფურჩქნება,

ჯართს აჟღრიალებს და ქალაქი იშმუშნება…


თენდება. მეშვიდე საათი გამოხდა,

შენი საათიდან გუგული გამოხტა.


ადექ, სიცოცხლეო - ჭრელია აპრილი,

შენი გზა ვრცელია, გრძელია საფრენი!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მურმან ლებანიძე  • • •   მურმან ლებანიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ