კმარა, რაცა ვსვი სიმწრის ფიალა! კმარა, მაცდურო, ტანჯვა ამდენი! მეყო მონურად თვალ-წარბში ცქერა, გემუდარები - ჩამომეხსენი!..
ჩემთვის შხამია, ჭირი და სენი, წრფელად ერთმანეთს ვერ შევიყვარებთ, გთხოვ, დამივიწყე - ჩამომეხსენი!..
და ჩამიმწარე ჭაბუკსა დღენი... აწ შენც იკმარე... მეც მამყოფინე... შენ გენაცვალე, ჩამომეხსენი!... |
პოეზიის გვერდი • • • • • • იოსებ გრიშაშვილის პოეზია |