დიდი ხანია აღარ გწერ წერილს. დიდი ხანია მწველის და მკვლელის, სულშემხუთავის, სულშემხუთავის დიდი ხანია მეშინის ძველის... მაგრამ ვინ იცის, ვინ უწყის ლელის, ხორშაკთა შინა უწყლობით ხმელის?! შეტორტმანებას ქართაგან მძლავრთა ეჰა, თუ თვითონ ხელახლა ელის! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მურმან ლებანიძის პოეზია |