შიმშილობდა მშვენიერი პატარა ქალი მწყურვალობდა მშვენიერი პატარა ქალი; მე რა ვიცოდი, თუ შიოდა პატარა ქალს? მე რა ვიცოდი, თუ სწყუროდა პატარა ქალს? ნაწყენი დამრჩა მშვენიერი პატარა ფური, ნატკენი დამრჩა მშვენიერის პატარა გული... მე რა ვიცოდი, თუ არ ჰყავდა დამპურებელი?! მე რა ვიცოდი, მე, რეგვენმა თუ არ ჰყავდა დამრწყულებელი?! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მურმან ლებანიძის პოეზია |