მე სოფლის ამბებს შენ მოგიყვები: შენ რომ ჰკოცნიდი ტუჩების კიდეს, ისე დაზრდილან ჩვენი იხვები, რომ პეპლაობა დაიწყეს კიდეც.
თმებს მიხილავენ ლურჯ ნისკარტებით, ამ სიყვარულით ნაიმედები თავს ვიმშვიდებდი სოველ ვარდებით.
ვნატრობ სუსხიან მწარე ამინდებს. ზურგს ვუფხან დღისით პატრა ხბოებს და საღამოზე ვიფერავ თითებს.
ტყეში ვნახულობ მე წითელ სოკოს; ხან მღვრიე მაჭარს ვსვამ მრგვალი ჭიქით, ხან ვგავარ სოფლის მკერდსავსე გოგოს.
და ლამაზ ტაროს ვაკოცებ უცებ; მერე კი ვათევ ღამეს უმთვაროს და ეჭვით სავსე გულს არ ვახუცებ. |
პოეზიის გვერდი • • • • • • პაოლო იაშვილის პოეზია |