მე დამეკარგა შიშის გრძნობა, ტკივილის გრძნობა და შენი ნიშნის მოლოდინში ვეკიდე ანძებს, ვეკიდე კლდეებს და ყინულებს, ცას და ვარსკვლავებს.
ხარხარებდა კლდეებში ქარი... და ყინულები მიცინოდნენ ცივი თვალებით...
და მაინც ყველგან, ყველაფერზე დავტოვე კვალი ჩემი ხელების, შენით სავსე ჩემი ხელების... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ოთარ ჭელიძის პოეზია |