ზღვას ზეცა ბავშვივით ეწვინა კალთაში, ასეთი ცისფერი არასდროს სჭერია... ზღვისპირას გეძებდი, ზღვასავით გადაშლილს, იქ, სადაც ბადახში მწვანეში ერია.
და შლიდნენ ეტრატებს კოჟრიან თითებით, და იდგა ზღვისპირას ისეთი სიმშვიდე, რომ გულგახეთქილი წიოდნენ ჩიტები.
გულმა ვერ ამოხსნა სიმშვიდე ფარული. ვეღარსად გიპოვნე, ვეღარსად გიცანი და ტალღებს ვაჩუქე შენი სიყვარული. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მიხეილ ქვლივიძის პოეზია |