ნუ შეგაშინებს სიჩუმე ღამის, ახლა მე გავშლი ჩემს ლამაზ ყვავილს, და შევუერთებ წყლის უხმო ლივლივს. გადაფრინდება წყალზე ღამურა... ო, ეს ლერწამიც როგორ ხმაურობს, როგორ ირხევა ბანანის ჩრდილი... იქ, ზღვის ნაპირას, თოვლია მთებზე და ტალღებს ჩუმად მიჰყვება თევზი... ყოველი ფიქრებს მოუცავს თავისს... როცა აანთებს ტალღებს ავრორა, ზღვის წიაღიდან მზე რომ ამოვა, მიესალმება ჩემს ლამაზ ყვავილს... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ანა კალანდაძის პოეზია |