დრო ყველაფრის მკურნალია, ოღონდ ჩემი არა. საოცარი უნარია დარდი წარა-მარა.
უმარტივეს ლექსად. წარსულს ვათრევ ჩემი კისრით, ვერ ვიშორებ ვერსად.
მახსენდება პაპა. ცა, ვარსკვლავებს რომ ჩაიბნევს დედაჩემის კაბა.
მე სიტყვები მამის... ღვინო სანამ გამეხსნება, მეც ავტირდე ლამის.
დამეკარგა ღერძი... კიდევ რა არ მახსენდება, კიდევ რას არ ვებრძვი.
დარდი წარა-მარა. დრო ყველაფრის მკურნალია - ოღონდ ჩემი არა... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნიკო გომელაურის პოეზია |