კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 07:59

 

 

 

კართან მოდგა შემოდგომა

ნაადრევად მოფრენილი,

გაზაფხულის მეგობრები

დამეფანტნენ ფოთლებივით.

ზოგი ომის ქარიშხალში,

ზოგი კიდევ მშვიდობაში,

ზოგი იქით - ბავშვობაში

ზოგი აქეთ - დიდობაში.

ის დღეები მენატრება

გულსავსე და მხიარული

მომეწყინა ქვეყანაზე

უმეგობროდ სიარული.

ეს ცხოვრება გაგვივლია

გვიწვალია, გვიომია

ძნელი არის მოძმის პოვნა,

დაკარგვა კი იოლია.

ო, რა უცებ გაფანტულა

ნაადრევი სიხარული

ძალზედ ხშირად მახსენდება

ის პირველი სიყვარული.

რა ყოფილა მოგონება,

გული დარდით დამექარგა,

სიყმაწვილის ბილიკებზე

ერთი გოგო დამეკარგა.

მენატრება მისი ნახვა,

მისი გული მხიარული

მომეწყინა ქვეყნაზე

უალერსოდ სიარული.

ეს ცხოვრება გაგვივლია,

გვიწვალია, გვიომია,

რა ძნელია სატრფოს პოვნა,

დაკარგვა კი იოლია.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ გოგოლაშვილი  • • •   ვახტანგ გოგოლაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ