მომინდა თქვენი სპეტაკი ბინა: აქ სოფელია, წვიმა, რუტინა.
ტყეთა მსუბუქი მელანქოლია.
არის ცეცხლის ხმა და ჩაფიქრება...
თქვენთა მშვენიერთ წამწამთა ქოხი.
ტყეთა მსუბუქი მელანქოლია.
ახლა ის არის, როგორც ყინული.
მომწერეთ რამე; ოჰ, გევედრებით!
ღრმა მწუხარებით შემორკინული. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |