შენ მე ყოველთვის მომცემ წყნარ სადგურს სულთ დასამკვიდრებს და მშვიდთა ცათა ამოენთება ვარსკვლავი კიდეთ, დაუბრუნდებათ თავისი ფერი დიდებულ ნაძვებს და კვლავ სიჩუმე მოიცავს ყოველს, ვითარცა ტაძრებს... განძად გპოვებდი: მექმნები შიშად და არა ლხენად... თუ ჩაქრე, მეცა მივდრკები ქრობად, ფოთოლთა ცვენად... თუ არა - მუდამ დამიბრუნდება ჩემივე რწმენა, მზე დიდებული - ვით ლამაზ მინდვრებს... შენ მე ყოველთვის მომცემ წყნარ სადგურს სულთ დასამკვიდრებს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ანა კალანდაძის პოეზია |