კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 08:05

 

 

 

ხელში მიჭირავს ჩემი გულივით დაცლილი თოფი,

ძლივს ავიარე ხევ-ხევ ბარდები,

და თვალს ვაყოლებ 

ახალდაჭრილ ფრინველის ფრენას,

შენც ამ დაჭრილი ფრინველივით წახვედი ჩემგან

და ალბათ სადმე ჩამოვარდები.

...დღეს მარტო დავრჩი და უნებურად

ვიხსენებ მე შენს ცრემლიან თვალებს

და ვერ მივმხვდარვარ,

ასე იოლად როგორ გაგცვალე.

არ დაიდარდო,

მეცა მცვლიან,

მეც სხვას ვეცვლები...

და რომ შემეძლოს დაბრუნება,

ისე, როგორც ბრუნდებიან უკან მერცხლები -

ძალა რომ მქონდეს,

მე მხოლოდ შენთან დავბრუნდებოდი -

დავბრუნდებოდი, უეჭველად დავბრუნდებოდი.

მაგრამ რა ვქნა, რომ გული არ მომდევს,

ამ სიჯიუტემ მოსვენება აღარ მაღირსა.

უკანასკნელი მოჰიკანი ჩემი გვარისა

უკან დახევას ვერ გადავიტან,

ვეღარ დავიწყებ წარსულს თავიდან...

ხელში მიჭირავს ჩემი გულივით დაცლილი თოფი...

ირგვლივ - ბარდები...

მე თვალს ვაყოლებ 

ახალდაჭრილ ფრინველის ფრენას,

რატომღაც მჯერა,

ამ ფრინველივით

მეც მალე სადმე ჩამოვვარდები.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - პეტრე გრუზინსკი  • • •   პეტრე გრუზინსკის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ