ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა. გულში მწუხარებამ ღამე გაათია… მაინც არ მასვენებს მწარე სინანული, რომელი საათია? რომელი საათია?
მთელი შემოდგომა თავზე დამათია. ახლა მხოლოდ სამი იყოს, შეიძლება. რომელი საათია? რომელი საათია?
მაგრამ გაიხედავ, მაინც წყვდიადია, კივის სადგურიდან ზარი მეცამეტე - რომელი საათია? რომელი საათია?
ღამის მეეტლე რომ ვეღარ დაატია. ისევ ნერვიულად რეკავს ტელეფონი, რომელი საათია? რომელი საათია?
თითქო შეუწყვეტი კუპრის ნაკადია, აღარ გათენდება ღამე საზიზღარი! რომელი საათია? რომელი საათია?
თრობის საათია, ღვინის საათია!” - ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზე: რომელი საათია? |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |