შენ აბანოდან გამოდიოდი, მარტო კი არა, ქმართან - ხელკავით, და ბოტანიკურ ბაღის სიოთი გეგრილებოდა ხუჭუჭი თავი.
გავაპე ხალხი და შენ წინ შევდეგ, აწითლდი, როგორც წითლდება ბალღი საკუთარ დედის დატუქსვის შემდეგ.
აფენ შენს სხეულს ვაჟის მახლობლად. აბანოს ბოხჩით მოგდევდა ქმარი და ზედ ეწერა: "ჩემი სახლობა!"
მითქვამს ეს სიტყვა ჩემს გულში წინდად: ახ, ვიკისრებდი ყოველგვარ სასჯელს, ოღონდ მის თითებს შევეხო წმინდად.
გეტყვი, რომ უკვე დაეშვი ტაფობს. გიცქერ საჯაროდ ნააბანოვარს. და ეგ სიწითლე ყველაფერს ამბობს.
მითხარ, რად შეკრთი აგრე ძალიან? შენს სიწითლეში მე მიდევს წილი? თუ ეს აბანოს ორთქლის ბრალია? |
პოეზიის გვერდი • • • • • • იოსებ გრიშაშვილის პოეზია |