მწვავდა, მკლავდა, მყვედრიდა ერთ დროს ხმა ონავარი - ეგ ხმა ძუძუ-მკერდიდან ამომავალი...
იდუმალით ბურვილი... ოჰ, მიყვარდა შენი ხმით გატენილი ყურმილი.
გრძნობას მსუსხავს ვიქრობდით, სულ სხვას ვლაპარაკობდით, სულ სხვას, სულ სხვას ვფიქრობდით.
თუმც ყვავილი ესროლეს... ასე ითქმის, - არ იყო არაფერი ჩვენს შორის...
აწ თოვს ყოველ ცისმარე... ყველაფერი გათავდა - ეს იყო სიზმარი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მურმან ლებანიძის პოეზია |