კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 15:44

 

 

 

იქნებ კიდეც აქვს სიყვარულს ზომა,

იქნებ კიდეც აქვს საზომ-საწყავი;

სულ ზედმეტია იქნებ ეს კვდომა,

ეს ბევრი ოხვრა გულდასაწვავი.


იქნებ მეტია ეს ცრემლის ღვარი,

ეს ბევრი სევდა, გულს ჩანაკირი...

იქნებ კიდეც აქვს სიყვარულს ზღვარი,

იქნებ კიდეც აქვს ზღუდე-ნაპირი,


მაგრამ არასდროს

ასჯერ ნატყვიარ

გულს არ ნდომია ეს ზღვარ-სამანი,

მე ეს მშვიდობა არც მინატრია, - 

მე სხვა რამ დამრჩა დღეს დასანანი.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ირაკლი აბაშიძე  • • •   ირაკლი აბაშიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ