სანთლის ფრთებივით ჩამომსხვრეული წლები გზებად და გზები გედებად,- თანდათანობით დნება სხეული და სული შუქად სახიერდება...
მაგრამ არ ვიცი, სულაც რა მომდის,- თანდათანობით უნდა წავიდე და შენთან დავრჩე თანდათანობით.
და თეთრ ჩეროში თოვლს ვეფიფქები,- ის რაც მე არ ვარ, არ იარსებებს, რაც იარსებებს, არც ის ვიქნები.
ღამე იწვის და გული ჩერდება,- თანდათანობით დნება სხეული და სული შუქად სახიერდება. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მორის ფოცხიშვილის პოეზია |