აწ, ვიწყო ბაიათი, რტოს გძღვნიდე ბაიათი! გიშრის მშვილდის მოზიდვით ისარს მკრავ ბაიათი!
ელვარებით მანათა, შვიდ ციურთა ელვარეთ გარდამატა მან ათა.
მზე შვენებით მორევსა; ჩემის სევდის სალბუნსა თვისის ხელით მთრევსა!
მისი ტრფობა მსურისა! არღავნისა ბაგედგან შენ შარბათი სუ რისა?
მჯობი ყოვლი სახისა! ერთხელ მთქმელი ვახისა და ათასის ახისა!
თვალთ მიეცა და რული, გული იწყლა უბრალოდ, სისხლი სდინდა დარული!
ტატანივით ვარდი სა! ბრწყინვალება მაცვიფრებს და ბაგენი ვარდისა!
სიცოცხლითა მებარა; ალალს მწყერი მიჰქონდეს,- რათღა მერქვას მე ბარა?
შაქარ-ყანდი მას რევდა, პირს ებადა საფირონს, ხმა უხელით მას რევდა!
მაღრიტებრ მზევ დაგულსა! მარავს ვისი მწუხარობს: რამინ ეტრფოდა გულსა!
სირინს ტკბილად ებანა; სრათა ჰქონდა ედემი, ცად სამყარო ებანა!
შაჰშრა ქუფრად მეშალა; დღე რა იქმნა მიმწუხრი, სუდარი ტანს მეშალა!
ტრფობის ბედი დამეცა. შენ ანგელი და მეცა! სად ქვეყანა სუფევდეს, შენც იქ იყავ და მეცა!. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ბესარიონ გაბაშვილის პოეზია |