მშვენიერი მახსოვს ბაღი, მებაღე მას არ თარგავს, დავკარგე და ვიგრძენი, რომ კარგი რამ დამიკარგავს. უნაზესი სიყვარულიც გულს ვარდებით არ ქარგავს. დავკარგე და გული მტკივა - კარგი რამ დამიკარგავს.
დავკარგე და ვიგრძენი, რომ ბევრი რამ დამიკარგავს. მქონდა დიდი ნებისყოფა, მუხას ჰგავდა, კლდეს ნარგავს, დავკარგე და იმავე დღეს სიცოცხლეც დამიკარგავს.
არ ვამბობ, რომ ყველაფერი, ყველაფერი დავკარგე! ნურც ვინ მეტყვის: გულს ნუ იტეხ, გული ხომ ქვას არა ჰგავს არაფერი, ან სულ ცოტა, ცოტა რამ დაგიკარგავს!. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |