შენზე ფიქრებს დამწამებენ, და ოცნებას წმინდას. შენი კარგი წამწამები რა ბავშვურად მინდა.
მზე დაღლილა მზერით, ზეცის თეთრი მინარეთი წასულია ზევით.
ქარი გრეხავს კვიპაროსთა ანძას, ნეტავ სადმე შემახვედრა მაგ თვალების ხანძარს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნაზი კილასონიას პოეზია |