კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2025 01:51

 

 

 

მე არ მიზიდავს ეგ წარბ-წამწამი.

თვალები - ლურჯი მარგალიტები!

მე არ მიზიდავს ტანი - ლერწამი.

თოვლის ყელ-ყური, შუშა თითები;


მე არ ვგიჟდები მაგ ოქროს თმისთვის.

არ ვეკონები შენს შაქრის ბაგეს.

მე მხოლოდ გეტრფი, გეტრფი იმისთვის,

რომ ხალხს ეკუთვნი, ხალხს მოამაგეს.


ო, ნუ იფიქრებ, რომ ვემონები

შენს გარეგნობას, შენს სახის იერს,

ერთი კოცნისთვის თავმომწონები

სიკვდილს შევხვდები, სიკვდილს ბედნიერს!


მე მხოლოდ მივსდევ შენს აზრთა კონას,

მიყვარს ეგ გული, უმანკო, ჩვილი,

რომ შენ არ ჰგევხარ ოცნების მონას,

რომ შენ ხარ ქალი - მამულიშვილი.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ