უკანასკნელი მოვიხსენი ტანსაფარავი, დადუმებულ მხრებს ელანდება შეხება ნელი, სავნებო გზაზე სიბნელეა არ სჩანს არავინ, სასიზმრო ლოცვა ვიგალობე უკანასკნელი.
და დამშვიდდება ჩემი მკერდი ჯერ ხელუხლები; ძილში ჩემს მუცელს ვიღაც ვაჟი ეამბორება და ვნებისაგან იღუნება ჩემი მუხლები.
(ჩემს შეყვარებას მწუხარება კვლავ მოემატა!) და დაღონებულს, ვაჟის კოცნას, კოცნას ნამიანს, ვარდისფერ ენით მომაგონებს გამთბარი კატა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • პაოლო იაშვილის პოეზია |